ავტორი:

"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ"- თეა წულუკიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილს მიმართა

"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ"- თეა წულუკიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილს მიმართა

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თქმით, ბრძოლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით არ დამთავრებულა. აის შესახებ მან "ქართული ოცნების" აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

წულუკიანმა სააკაშვილს მიმართა და ციხის ფანჯრებიდან გამოხედვისკენ მოუწოდა.

"მე მინდა შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, დღეს ჩვენ, "ქართულ ოცნებას", ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც გვაქვს ახალი და ბევრი ბრძოლები“, - თქვა წულუკიანმა.