ავტორი:

"აქცია შედგა" - პრემიერის კომენტარი "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეკრების შემდეგ

"აქცია შედგა" - პრემიერის კომენტარი "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეკრების შემდეგ

აქცია შედგა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართული შემაჯამებელი აქციის შემდეგ განუცხადა.

თბილისში, “ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია დასრულდა.

პარტიის შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, 17:00 საათზე დაიწყო.

აქციას მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა,მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.