ავტორი:

"იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას" - გვარამია

"იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას" - გვარამია

გამაოგნებელია ფაქტი, რომ "მთავარი" Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე, იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კვლევასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, IPSOS-ის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს და კვლევა მანიპულირებულია.

ნიკა გვარამიას თქმით, სხვა შემთხვევაში ტელეკომპანია საკუთარ პოზიციას ხვალ გააცნობს საზოგადოებას.

"სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე. იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი არხი საკუთარ პოზიციას ხვალ 12:00 საათზე გააცნობს საზოგადოებას", - აღნიშნავს გვარამია.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IPSOS-ის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, რაც ნიშნავს, რომ კვლევა მანიპულირებულია. როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, დოკუმენტში, რომელიც IPSOS-ის საიტზე დევს, "ქართული ოცნების" კანდიდატს მამუკა წოწერიას 51% პროცენტი უწერია, ანზორ მელიას კი 49%.

"როგორც ჩანს, ეს დოკუმენტი თავად მანიპულირებული იყო და ჩარჩა შიგნით ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება", - განაცხადა პაპუაშვილმა.