ავტორი:

რა ოდენობის ჯარიმა შესაძლოა დაგეკისროთ ტაქსიში თუ კერძო ავტომობილში მოწევისას?

რა ოდენობის ჯარიმა შესაძლოა დაგეკისროთ ტაქსიში თუ კერძო ავტომობილში მოწევისას?

ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე რადიო "პალიტრასა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე“ ამბობს, რომ პროექტის მიხედვით კანონდამრღვევი ტაქსის მძღოლები 200 ლარით, მგზავრები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან. რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ პირველადი ჯარიმა ყველასათვის 100 ლარით არის განსაზღვრული.

"გასულ წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ მოსახლეობის 86% უჭერს მხარს ტაქსიში მოწევის აკრძალვას. მათ შორის, არიან მწეველებიც. ყველამ იცის, რომ თამბაქოს კვამლში ათასობით სხვადასხვა ნივთიერებაა, მათ შორის, 250 ტოქსინია, 70 კანცეროგენები, კიბოს გამომწვევი აგენტებია. ეს ყველაფერი გროვდება ტაქსის პატარა კაბინაში. ნებისმიერი ადამიანი ამის შემდეგ, არა მხოლოდ მეორეული მწეველობის მსხვერპლია, არამედ დალექილი ტოქსინებისაც. ყველაზე მეტად მოწყვლადი კი ამ მხრივ ბავშვები არიან.ააგრძელეთ კითხვა