საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.
"მე მგონი, საჭიროა, თქვენც და ჩვენც, ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე, სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დასრულდება, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.