ავტორი:

"დიღომში, უფასო სასადილოში, 4 შვილის დედას, შშმ პირს დაემუქრნენ, რომ საჭმელს ვეღარ მიიღებს, თუ არჩევნებზე არ მივა" - ელენე ხოშტარია

"დიღომში, უფასო სასადილოში, 4 შვილის დედას, შშმ პირს დაემუქრნენ, რომ საჭმელს ვეღარ მიიღებს, თუ არჩევნებზე არ მივა" - ელენე ხოშტარია

დიღომში, პეტრიწის 9 ნომერში, უფასო სასადილოში ქალბატონს, ოთხი შვილის დედას, შშმ პირს პირდაპირ დაემუქრნენ, რომ ის საჭმელს ვეღარ მიიღებს თუ არ მივა არჩევნებზე, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი გაყალბების ფაქტია გამოვლენილი.

"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც მიდიან უბნებზე და ასევე მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ ხმებს და გამოვლენილია ძალიან ბევრი როგორც „კარუსელის“, გაყალბებული პირადობების, ჩაყრის ფაქტები, მობილიზებულია ჯგუფები და ა.შ.

მე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ კონკრეტულ ფაქტს, დიღომში, პეტრიწის 9 ნომერში, უფასო სასადილოში ქალბატონს, ოთხი შვილის დედას, შშმ პირს პირდაპირ დაემუქრნენ, რომ ის საჭმელს ვეღარ მიიღებს თუ არ მივა არჩევნებზე. ამ ქალბატონს აქვს კოვიდი და აძალებდნენ, რომ მისულიყო უბანზე, ის არ მივიდა უბანზე, მაგრამ მინდოდა ეს მაგალითი მომეყვანა იმ ამორალურობის საჩვენებლად, რომელსაც ჩვენ ისტერიკაში მყოფი „ქართული ოცნებიდან“ ვხედავთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.