"კაცებმა კაცობა დაკარგეს, თუ არტყამ სახე მაინც გამოაჩინე, უკნიდან მიეპარა, ისე ჩაარტყა მელიას თავში და გაიქცა", - ასე შეაფასა "ტვ პირველის" ეთერში ვაზისუბანში მომხდარი ინციდენტი ნინო ბურჯანაძემ, რა დროსაც მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში ასლან აბაშიძის მეთოდები დაბრუნდა.
შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას მოქალაქემ ზურგიდან ჩაარტყა. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
ადგილზე ხმაური გამოიწვია იმან, რომ ვაზისუბანში, #62-ე საარჩევნო უბანზე ელოექტროენერგია გაითიშა. ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. მასთან მიახლოებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა პოლიციამ ისინი ვითარებას განარიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საარჩევნო დივერსია. მისი თქმით, შუქს აქრობენ, რადგან ხელისუფლება ბევრ უბანს აგებს.