ავტორი:

"მთავარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ

"მთავარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ

დღეს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტურში მონაწილეობენ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების“(41) და ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის“(5) მიერ წარდგენილი კანდიდატები.

"მთავარის" ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კანდიდატებმა შემდეგი მხარდაჭერა მიიღეს:

თბილისი - ნიკანორ მელია (51) და კახა კალაძე (49);

რუსთავი - დავით კირკიტაძე (53) და ნინო ლაცაბიძე (47);

ქუთაისი - ხატია დეკანოიძე 53) და იოსებ ხახალეიშვილი (47);

ფოთი - გიორგი უგულავა (53) და ბექა ვაჭარაძე (47);

ბათუმი - გიორგი კირთაძე (51) და არჩილ ჩიქოვანი( 49).

აღსანიშნავია, რომ ზუსტად მეორე ტურის წინ ცნობილი გახდა, რომ "მთავარი არხი", რომელსაც "ქართული ოცნება", საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია IPSOS-სთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მანიპულაციაში ადანაშაულებს, ეგზიტპოლს IPSOS-ის გარეშე ჩაატარებდა.

"მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე IPSOS-სთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი თქმით, პარტნიორებმა უხეშად დაარღვიეს კონტრაქტი.