ავტორი:

"არსებობს ერთი ეგზიტპოლი და გვარამიას სიზმრები, მაგრამ მთავარია ოქმის მონაცემები" - ირაკლი კობახიძე

"არსებობს ერთი ეგზიტპოლი და გვარამიას სიზმრები, მაგრამ მთავარია ოქმის მონაცემები" - ირაკლი კობახიძე

100 000 ხმით რომ გაქვს თითქმის წაგებული, რა ხმების დაცვაზეა საუბარი, თუ შენ არ ხარ პროვოკატორი, ანუ ნიკანორ მელია, რაც არის პრაქტიკულად სინონიმები, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების განცხადებებს ხმების დაცვის თაობაზე.

მისი თქმით, ოპოზიცია სასოწარკვეთილია. როგორც კობახიძე აღნიშნავს, მათ პარტიული აქტივისგან აქვთ ინფორმაცია, რომ იმარჯვებენ იმ დანარჩენ 16 მუნიციპალიტეტშიც, სადაც ეგზიტპოლი არ ჩატარებულა.

"100 000 ხმით რომ გაქვს წაგებული ქალაქში არჩევნები, რა ხმების დაცვაზეა საუბარი? აქედან რა ჩანს? - ისინი სასოწარკვეთას არიან მიცემულები, კრწანისმა ეს დაადასტურა -57.5% 42.5-ზე ემთხვევა. შეგვიძლია განვაზოგადოთ, 100 000 ხმით რომ გაქვს თითქმის წაგებული, რა ხმების დაცვაზეა საუბარი, თუ შენ არ ხარ პროვოკატორი, ანუ ნიკანორ მელია, რაც არის სინონიმები პრაქტიკულად, ყველამ კარგად იცით.

არსებობს ერთი ეგზიტპოლი და გვარამიას სიზმრები, მაგრამ მთავარია არც ეგზიტპოლი და მით უმეტეს, არც გვარამიას სიზმრები, მთავარი არის ოქმის მონაცემები, რომელიც გამოგიცხადეთ. ვინც ერკვევა, კრწანისში როცა კანდიდატი იღებს 57.5%-ს , მთელი თბილისის მასშტაბით შედეგი არ იქნება განსხვავებული. ნუ დაიმშვიდებთ თავს. ამიტომ გვარამიას სიზმრებს შეიძლება ენდოთ 20 წუთი, მაგრამ ეს არის 20 - წუთიანი სიზმარი, დამიჯერეთ. რაც შეეხება ნაცმოძრაობის კუთვნილ ტელევიზიებს და მათ წარმომადგენლებს, ეს გამარჯვება, რომელიც ჩვენ დღეს ვიზეიმეთ, არ არის ჩვენი გამარჯვება, ეს არის ქვეყნის, მათ შორის, თქვენი გამარჯვებაც. დამიჯერეთ, ამ გამარჯვებით იხეირებს საქართველოს ყველა მოქალაქე იმიტომ, რომ ქვეყანა დამშვიდდება, დასტაბილურდება და შემდეგი 3 წლის განმავლობაში განვითარება გახდება ამ ქვეყნის დღის წესრიგი ნაცვლად არეულობისა, რითაც გვემუქრებოდნენ "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.

ერთია ეგზიტპოლი, რაც გამოქვეყნდა და მეორე ჩვენი აქტივისგან მიღებული ინფორმაციები, რომელიც საბოლოო ჯამში ემთხვევა ხოლმე ცესკო-ს მონაცემებს, რადგან ჩვენი აქტივი არის უკვე მიჩვეული, უკვე მერვე არჩევნებს ატარებენ და ზუსტად ითვლიან არჩევნების შედეგებს, ზუსტ პროგნოზს აკეთებენ. აქედან გამომდინარე ვამბობთ ჩვენ იმას, რომ გარდა 4 მუნიციპალიტეტისა, სადაც ჩატარდა ეგზიტპოლი, ჩვენ დანარჩენ 16 მუნიციპალიტეტშიც ვიგებთ არჩევნებს. ზოგან გვაქვს 60%, ზოგან 70, ზოგან 52, ზოგან 57, მაგრამ ოცივეში ჩვენი მონაცემებით, ვიგებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ცესკო-ს და დაველოდოთ საბოლოო მონაცემებს, მაგრამ 20-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებაში ჩვენ ვართ გამარჯვებული“, - განაცხადა კობახიძემ.