ავტორი:

"ვიცი, რას განიცდი ახლა, მიშა - ბევრი ეცადა, ჩვენს შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდო" - ნიკა მელიამ აქციიდან მიხეილ სააკაშვილს მიმართა

"ვიცი, რას განიცდი ახლა, მიშა - ბევრი ეცადა, ჩვენს შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდო" - ნიკა მელიამ აქციიდან მიხეილ სააკაშვილს მიმართა

"ბევრი ეცადეს, მტერმა თუ მოყვარეებმა, რომ ჩვენს შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ, როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა და მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ, შეკრებაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

მელიამ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს, როგორც "ადამიანს, რომელიც უკვე 30-ე დღეა შიმშილობს, იმისთვის, რომ საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს.

"დიდი მადლობა ადამიანს, რომელიც სწირავს თავის სიცოცხლეს, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 30-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. დიდი მადლობა მას!

ვიცი ახლა გვადევნებს თვალყურს და მე მინდა მას მივმართო, მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ, მიშა, მე როგორც შენი თანამებრძოლი, როგორც ქართველი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადა მტერმა თუ მოყვარემ, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა და მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ქართველი ადამიანი, ოღონდ არა გამოკეტილი საპატიმროში. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას!“, - განაცხადა მელიამ.