ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას აქციის თარიღთან დაკავშირებით " ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
თავდაპირველად ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა და აქციის თარიღად კვირა, 7 ნოემბერი გამოაცხადა.
"გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის შეკრებაზე.