ავტორი:

რომელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში დაკარგა ერთპარტიული უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ"?

რომელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში დაკარგა ერთპარტიული უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ"?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას" ერთპარტიული უმრავლესობა ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ექნება.

ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში.

აღსანიშნავია, რომ როგორც გუშინ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რამდენიმე საკრებულოში, სადაც "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.