ავტორი:

თბილისში, მასაჟის ცენტრში, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს

თბილისში, მასაჟის ცენტრში, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მასაჟის ცენტრში მოხდა.

გარდაცვლილს, ასევე, დაჭრილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.