ავტორი:

ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს.

მათივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.

ცნობისთვის, პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება გუშინ "ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა.