"შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
უგულავა დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ შეწყვეტს.
"შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას ვიცნობ საკმარისად კარგად, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. სანამ მას გონება ექნება და სანამ ის თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, შიმშილობას არ შეწყვეტს“, - განაცხადა უგულავამ.
"შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან, შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა", - განაცხადა უგულავამ.