ავტორი:

დასაქმებისა და წინსვლის რა შესაძლებლობებია ახალ ლიბერთიში

დასაქმებისა და წინსვლის რა შესაძლებლობებია ახალ ლიბერთიში

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის ფარგლებში ბანკის ახალი მენეჯმენტი, მომხმარებლებთან ერთად, ლიბერთის გუნდის წევრებზე ზრუნვას განაგრძობს.

ლიბერთიში გარემოს განსაზღვრავს საერთო ღირებულებები – ის, რის გარშემოც იქმნება ახალი „ლიბერთი“.

„ლიბერთის“ ახალი გუნდისთვის მთავარი კაპიტალი არიან თანამშრომლები – ისინი, ვინც ყოველდღე, თავისი შრომით, ასობით ათას ადამიანს აძლევენ შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ ცხოვრება, შექმნან ან წამოიწყონ ახალი საქმე.

ბანკის ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორაციული კულტურის დანერგვას.

ამისათვის ლიბერთის მენეჯმენტი გუნდის ახალ წევრებსაც ეძებს - მათ, ვისაც არ აშინებთ სირთულეები, სჯერათ თავისუფლების და სურთ, თავად შექმნან სიახლეები.

ლიბერთის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია მენტორობის ინსტიტუტი, რაც ბანკის თანამშრომლებს კარიერულ განვითარებაში ეხმარება.

ცოტა ხნის წინ ასევე შეიქმნა „ლიბერთის სასწავლო ცენტრი“, სადაც გამოცდილი და კომპეტენტური ტრენერები თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას უწყობენ ხელს და ბანკის აპლიკანტებს კონკრეტული პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენაში ეხმარებიან.

ბანკის ახალი მენეჯმენტი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ატარებს დასაქმების კამპანიებს. ლიბერთის ახალი გუნდის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში.

ნინო ჩიხლაძე ლიბერთის HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი: „ლიბერთი“ ნიშნავს თავისუფლებას – შესაბამისად, მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, ვინც გუნდში შემოიტანს ახალ იდეებს, შემართების ახალ ტალღას.

ჩვენი მთავარი კაპიტალი კი ჩვენი თანამშრომლები არიან. დიდი გეგმები გვაქვს, ბევრი ახალი პროექტი იწყება ან უკვე დაიწყო. ამიტომ, ვეძებთ ჭკვიან, შემართულ, ლაღ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება, ბევრად უკეთესი იყოს და ეს თავად ჩვენზეა დამოკიდებული. ვინც არ უშინდება გამოწვევებს და მომავალს იმედიანად უყურებს.

დღეს ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა IT – აქაც ვთანამშრომლობთ სასწავლო დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან, ახალგაზრდებს ვაცნობთ ინოვაციურ პროექტებს, რაზეც „ლიბერთის“ IT გუნდი მუშაობს. ჩამოვაყალიბეთ მენტორობის ინსტიტუტი – ყველა ახალმოსულს ჰყავს მენტორი, რომელიც ეხმარება პროფესიული ცოდნისა და საჭირო კომპეტენციების განვითარებაში.

„ლიბერთი“ აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს, სწავლაზე მორგებული გრაფიკით იმუშაონ, დაეუფლონ ცოდნას და მიიღონ გამოცდილება ფინანსურ სექტორში

გამოცდილი პროფესიონალებისათვის ხორციელდება საინტერესო პროექტები, სადაც მათი ცოდნა და გამოცდილება ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

კომპანიის მეტად და უკეთ გაცნობის მიზნით, ლიბერთი გეგმავს დიდ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, ბანკის წარმატებული მენეჯერები ახალგაზრდებს პირადად გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

ნინო ჩიხლაძე ამბობს, რომ „ლიბერთიში“ ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ქალი მუშაობს და სწორედ მათი მაგალითების და გამოცდილების გაზიარებით ახალგაზრდები გაეცნობიან, თუ ზრდის რა შესაძლებლობები არსებობს კომპანიაში მათთვის.

„ლიბერთიში“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, ველოდებით ყველას, ვისაც სურს შექმნას რაღაც ახალი, უყვარს შრომა, სურს, რომ გაიზარდოს და განვითარდეს თანასწორ გარემოში.

„ლიბერთელებისთვის“ კი ჩვენ, მენეჯმენტმა, უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შრომა დაფასებულია, საკუთარი, თუნდაც, ყველასგან განსხვავებული აზრის გამოთქმა და ამ აზრის მიმღებლობა მაღალია, ტალანტები ვითარდებიან, ახალი იდეების განხილვა და განხორციელება – ყოველდღიურობაა… გარემო, სადაც მისვლა გიხარია, იმიტომ, რომ ყოველ დღე, რაღაც ახალი ხდება და შენ ამ სიახლის თანამონაწილე ხარ,“ - აღნიშნავს ლიბერთის HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ლიბერთიში“ მხოლოდ 2021 წელს 479 თანამშრომელი დაწინაურდა. ნებისმიერი ვაკანტური პოზიცია, პირველ რიგში, ცხადდება ბანკის შიგნით. თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, გამოხატონ თავიანთი სურვილი და დაინტერესება დაწინაურების მხრივ.

დაწინაურებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სოციალურ მედიაში, „ლიბერთი“ კარიერის გვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებმა, მათმა ოჯახმა, მეგობრებმა, მეგობრებმა გაიგონ, თუ რა წარმატებებს აღწევენ „ლიბერთელები“.

R