ავტორი:

"გაეთრიე აქედან... გადაიღე თუ გინდა" - ფოთის ბაზრის დირექტორმა ოპოზიციის წარმომადგენელი საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

"გაეთრიე აქედან... გადაიღე თუ გინდა" - ფოთის ბაზრის დირექტორმა ოპოზიციის წარმომადგენელი საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

ფოთის აგრარულ ბაზარში ხმაური იყო. გარემოვაჭრეები, რომლებიც თევზის რეალიზაციას ეწევიან, ბაზრის დირექტორს, ნოდარ კორსანტიას ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, კორსანტიას თავად აქვს თევზის მაღაზიები და რეალიზაციის აკრძალვის მიზეზი კონკურენციაა.

მოვაჭრეებმა დახმარებისთვის ოპოზიციას მიმართეს, თუმცა ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ბაზრის დირექტორმა ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც მასთან მოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა, საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავის მხრივ, ბაზრის დირექტორი, ნოდარ კორსანტია ამბობს, რომ სამართალდამცავები მას შესაბამის დახმარებას ვერ უწევენ.

"არ ვაძლევ მათ ვაჭრობის საშუალებას. ეს არის ჩემი, კერძო საკუთრება და უნებართვოდ შემოიჭრნენ. ოთხჯერ დავურეკე პატრულს. პოლიცია ვერ აგვარებს, მერია ვერ აგვარებს და რა უნდა გავაკეთო? ახლა წავალ ქურდებთან და იქნებ მათ მოაგვარონ. ოჯახში შემომივარდა ხალხი და ვის მივმართო აბა. დარეკილი მაქვს და ვხურავ აგრარულ ბაზარს, ყოფილმა მერმა თავის ჭიშკართან დასვას ესენი, მშვენიერი სათევზე იყო და დაანგრია, ახლა კი მიხედოს ამათ", - აცხადებს ნოდარ კორსანტია.