ავტორი:

"განაჩენის გამოცხადების შემდეგ პატიმარმა ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა" - რა მოხდა საქალაქო სასამართლოში?

"განაჩენის გამოცხადების შემდეგ პატიმარმა ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა" - რა მოხდა საქალაქო სასამართლოში?

ახალგაზრდა მამაკაცმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა.

როგორც ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ირაკლი კვარაცხელია, სავარაუდოდ, დაზიანების შემდეგ მე-18 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„ყელთან მოდიოდა სისხლი, სავარაუდოდ ციხის ე.წ. რესბალნიცაზე, მე-18 დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - განაცხადა ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.