ავტორი:

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ეწვია - რა ინფორმაციას ავრცელებს საელჩო?

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ეწვია - რა ინფორმაციას ავრცელებს საელჩო?

სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში ჩამოვიდა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, თანაშემწის მოადგილე ოლსონი ​პრემიერ - მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდება.

"ასევე, ის დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.