ავტორი:

"ჩვენ არ გვყავს საპატრიარქო, არ გვყავს მთავრობა..." - მარტვილის პოლიცია ყველა სასულიერო პირმა დატოვა

"ჩვენ არ გვყავს საპატრიარქო, არ გვყავს მთავრობა..." - მარტვილის პოლიცია ყველა სასულიერო პირმა დატოვა

მარტვილის სამმართველოში ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების გამოკითხვა დასრულდა. მარტვილის პოლიციის შენობა ყველა სასულიერო პირმა დატოვა.

როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, სამ მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

როგორც მამა ბასილ გვილავა აცხადებს, ისინი არავის ემორჩილებიან და მათ არ ჰყავთ საპატრიარქო.

"ჩვენ არ გვყავს საპატრიარქო, არ გვყავს მთავრობა, არ გვყავს პოლიცია. ჩვენ არავის ვემორჩილებით. აქ შევალ, აქედანაც გამაგდებენ, იქ შევალ", - განაცხადა მამა ბასილ გვილავამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს სამი პირის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.