ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი მოუწოდებს ემიგრანტებს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა.
“მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს.
ერთადერთი მსურს ემიგრანტებს მოვუწოდო აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში. დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს“,- წერს სააკაშვილი.