ავტორი:

ხმაური რუსთავის ციხესთან - აქციის ორგანიზატორებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ხმაური რუსთავის ციხესთან - აქციის ორგანიზატორებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციისთვის მზადება დილიდან მიმდინარეობს და სცენას აწყობენ, ხმაურია. დაპირისპირება აქციის ორგანიზატორებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სცენის აწყობის საშუალება მათ არ მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ სადაც სცენის აწყობა სურდათ, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი და გადაეტანათ სხვა ალტერნატიულ ადგილზე, რაზეც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი არ თანხმდება.