ავტორი:

"მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ...არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი" - რას წერს ელენე ხოშტარია, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს

"მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ...არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი" - რას წერს ელენე ხოშტარია, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, თავისი მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქში" შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ვისთანაც პირადი კონტაქტი არ მაქვს და შეიძლება აინტერესებდეს:

  • მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ)
  • ყოველ დღე მოდის ექიმი
  • ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე
  • ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს
  • ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე
  • არაფერი არ მაწუხებს. განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი.

აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი, ამიტომ არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში.

როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია, შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა!

შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ", - წერს ხოშტარია.