რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი.
როგორც აქციის მონაწილემ, ზალიკო კუხიანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, იმ მომიტინგეებმა, რომლებმაც კარვებში დარჩენა ვერ მოახერხეს, ციხესთან ღამე ავტომობილებში გაათენეს.
მისივე თქმით, ამ წუთისთვის რუსთავის ციხესთან 11 ადამიანი აგრძელებს შიმშილობას. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ყველა მოშიმშილე თავს მხნედ გრძნობს.
მათივე განცხადებით, კარვებში დარჩებიან, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.