ელენე ხოშტარიას სასიცოცხლო პარამეტრები შეიცვალა წინა დღეებთან შედარებით, თუმცა ნორმის ფარგლებში რჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ოჯახის ექიმმა მაია ცანავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას, თუმცა შესაძლოა დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა, რაზეც ელენე ხოშტარია უარს აცხადებს.
“წინა დღეებთან შედარებით მდგომარეობა შეიცვალა, თავს გრძნობს სუსტად, მოგეხსენებათ, შიმშილობის მე-6 დღეა და შესაძლებელია შეიცვალოს მდგომარეობა. სასიცოცხლო პარამეტრები შეიცვალა, რჩება ნორმის ფარგლებში, მაგრამ შეცვლილია წინა დღეებთან შედარებით. შესაძლებელია სასიცოცხლო პარამეტრები კიდევ შეიცვალოს და დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა. ამ ეტაპზე უარს აცხადებს ყოველგვარ მედიკამენტურ ჩარევაზე, ინტრავენურ გადასხმაზე, იღებს მხოლოდ წყალს. ამ მომენტისთვის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, დასჭირდება თუ არა ეს დინამიკაში გამოჩნდება, როგორ შეიცვლება,“ - განაცხადა ცანავამ.