ავტორი:

"ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო  არ გახდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება, სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანის თავისუფალ არჩევანში უხეში ჩარევა" – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოქალაქეებს უნდა აუხსნან და დაარწმუნონ ვაქცინაციის სიკეთეში.

"ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის რეალურად არის გამოსავალი პანდემიის დასრულების. აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალქეებს, ოჯახის წევრებს. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანის თავისუფალ არჩევანში უხეში ჩარევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის უმეტესობა სავალდებულო ვაქცინაციას მხარს არ უჭერს.

"მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვალდებული ვარ, თიოთეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა სავალდებულო ვაქცინაციას არ ემხრობა, უფრო მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია არის დაწესებული. რისკ ჯგუფებს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები დავარწმუნოთ. შემთხვევითი არ არის, რომ 60 წელს გადაცილებულებისთვის წამახალისებელი მექანიზმი შემოგვაქვს, როგორიც არის 200 ლარიანი დანამატი და სხვა უამრავი მექანიზმი, რაც ჩვენს ხელთ არის. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“,-განაცხადა პრემიერმა.