ავტორი:

"პარლამენტის შენობა დაემსგავსა ქაჯეთის ციხეს, რომელსაც რკინის ჯებირებით გალავანი შემოარტყეს" - ლევან ხაბეიშვილი

"პარლამენტის შენობა დაემსგავსა ქაჯეთის ციხეს, რომელსაც რკინის ჯებირებით გალავანი შემოარტყეს" - ლევან ხაბეიშვილი

"პარლამენტის შენობა დაემსგავსა ქაჯეთის ციხეს, რომელსაც რკინის ჯებირებით გალავანი შემოარტყეს" - ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის უკანა შესასვლელთან რკინის ღობის აღმართვას.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედება "ქართული ოცნების” შიშზე მიუთითებს, რომელსაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს.

"მერამდენედ ხდება, რომ შემოკრული აქვთ რკინის გალავანი და იქ გადაადგილებას უზღუდავენ არჩეულ დეპუტატებსაც კი. ეს აჩვენებს შიშს, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას, ის რომ უნდა ეშინოდეთ, როდესაც ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, ნორმალური და ადეკვატურია მათი მხრიდან. ეს გარკვეულწილად სიმბოლურიც არის, პირველად რუსების გამო შეამორტყეს პარლამენტს გალავანი და ახლაც, მათი შიშები უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რუსეთის პირადი ტყვეა”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.