მას მერე, რაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ვერტმფრენი გამოჩნდა, გაჩნდა ვარუადი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს კლინიკაში. რუსთვის ციხესთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.
"ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერა, რომ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში ყველაფრის იგნორიებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და შემდეგ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. თვითონ არ აქვთ პასუხები, ვერაფერს ამბობენ. 2 - საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არ არის ადამიანი, სადღაც წაიყვანეს, გაქრა. არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ მაქვს ჩემი ვარაუდი, რომ ჩემი შვილი აღარ არის აქ", - განაცხადა გიული ალასანიამ.