ავტორი:

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მისაღებად, მათ შორის, სააკაშვილის" - რას აცხადებენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მისაღებად, მათ შორის, სააკაშვილის" - რას აცხადებენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მისაღებად, მათ შორის, სააკაშვილის, თუ საჭირო იქნება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰისპიტალის დირექტორმა, მალხაზ ურთმელიძემ განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვა შეეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სწორედ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

"მზადყოფნაში ვართ, ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა, არ მოფრენილა. ინფორმაცია იმის შესახებ რომ სააკაშვილი აქ გადმოჰყავთ, არ მიგვიღია.

შესაძლებლობა არის ყველაფრის. იმაზე, რომ უნდა მოიყვანონ აქ პაციენტი, ინფორმაცია არ გამაჩნია.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებაზე მათ შორის სააკაშვილის, თუ საჭირო იქნება.

მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის. კლინიკა არის მრავალპროფილური და აღჭურვილია ყველანაირად“, - ამბობს ურთმელიძე.