ავტორი:

ნიკა ნარსიას ინფორმაციით, პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა

ნიკა ნარსიას ინფორმაციით, პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა

მოძრაობა "საქართველოსთვის" ლიდერის ნიკა ნარსიას განცხადებით, მოძრაობის 8 წევრი სამართალდამცავებმა დააკავეს.

მისი თქმით, დაკავებას თავადაც ელოდება და აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გადაყვანას უკავშირებს.

"ახლა მომაწოდა შსს-მ ინფორმაცია, რომ ჩვენი 8 აქტივისტი დააკავეს. ბოლოს ალიკა კუპრავა ტაქსიდან აიყვანეს. ყველა სამოქალაქო აქტივისტი თითქმის დაკავებულია, მე უბრალოდ მეგობართან ვიყავი ძალიან შორს თბილისიდან და მაგიტომ ვერ დამაკავეს. ახლა ველოდები დაკავებას. გაუგონრად დააკავეს ადამიანები, მივიდნენ და აკავებდნენ, ერთი პარლამენტთან დააკავეს, დანარჩენი შსს-სთან და ტაქსიდან აიყვანეს ალიკა კუპრაძე. მანქანაც წაგვართვეს.

ვუკავშირებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს გადაიყვანეს და არეულობა რომ არ მოჰყოლოდა და სამოქალაქო აქტივისტები არ მისულიყვნენ იმ ლოკაციაზე, სადაც გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი, გაანეიტრალეს, მაგრამ დღეს ხალხი იკრიბება აქ და გადაწყვეტენ ლიდერები რა მოიმოქმედონ", - განაცხადა ნიკა ნარსიამ.