"როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძე მიმართავს ოპონენტებს, საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდონ.
„ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული იმით, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს ძალიან კარგ მდგომარეობაში. მინდა კიდევ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა, მოუწოდონ საზოგადოებას სიმშვიდისკენ, ნაცვლად რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ამით ქმნიან რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ამის უფლებას ვერავის მივცემთ.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლებული იყო ახალ დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“,-აღნიშნავს ბრეგაძე „იმედის“ ეთერში.