პარლამენტში, სადაც ელენე ხოშტარია უკვე მე-6 დღეა შიმშილობს, ექიმები 24- საათიან მორიგეობას იწყებენ.აღნიშნულის შესახებ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში მორიგეიბა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტროსგან დაევალა.
რაც შეეხება ხოშტარიას მდგომარეობას, როგორც ჩიმაკაძე აცხადებს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
"პაციენტის მონიტორინგის მიზნით აქ იმორიგევებს ექიმის და ექთნის ბრიგადა, რომელიც მონიტორინგს ჩაუტარებენ პაციენტს. ჩვენ ახლახანს ვიყავით პაციენტთან, მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 24 - საათიან რეჟიმში იმორიგევებენ. ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, თუ გახდება საჭირო, მობილიზებულები ვართ. მედიკამენტები არ შეგვითავაზებია, ამ მომენტისთვის არ საჭიროებს მედიკამენტურ ჩარევას", - განაცხადა ჩიმაკაძემ