ავტორი:

"საკოორდინაციო საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას მხარი დაუჭირა" - რას აცხადებს თამარ გაბუნია და რა იქნება საჭირო მოზარდის აცრისთვის

"საკოორდინაციო საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას მხარი დაუჭირა" - რას აცხადებს თამარ გაბუნია და რა იქნება საჭირო მოზარდის აცრისთვის

"საკოორდინაციო საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას მხარი დაუჭირა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოზარდებს მშობლის თანხმობით და "ფაიზერის" ვაქცინით აცრიან.

"საკოორდინაციო საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს "ფაიზერის" ვაქცინის ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და მოთხოვნით, რაც გახლავთ აუცილებელი არასრულწლოვნის შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.