ავტორი:

"ვინ შეიტანს ციანიდს პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსაწამლად? - რომან გოცირიძე ან თინა ბოკუჩავა, რადგან ჩვენ პარლამენტის ლაბირინთები ვიცით" - გოცირიძე

"ვინ შეიტანს ციანიდს პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსაწამლად? - რომან გოცირიძე ან თინა ბოკუჩავა, რადგან ჩვენ პარლამენტის ლაბირინთები ვიცით" - გოცირიძე

ვინ შეიტანს ციანიდს პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსაწამლად? ალბათ, რომან გოცირიძე ან თინა ბოკუჩავა, რადგან ჩვენ პარლამენტის ლაბირინთები ვიცით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.

„ადამიანი, რომელიც შიმშილობს, შემთხვევით არ არის დასახელებული. ვინ არიან პოტენციური მკვლელები? პარლამენტი არის შემოღობილი, დააყენეს რკინის ჯებირები, არავინ შედის, საშვთა ბიურო გაუქმებულია. ვინ შედის პარლამენტში? - დეპუტატები. ციანიდს ვინ შეიტანს? ალბათ, ან რომან გოცირიძე ან თინა ბოკუჩავა, რადგან ჩვენ პარლამენტის ლაბირინთები ვიცით, ძველი დეპუტატები ვართ. პოტენციური მკვლელები გამოგვიყვანეს ის დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში უფრო მეტად აქვთ ელენე ხოშტარიასთან შეხება“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „გებელსის ლეკვები არიან“.

"როგორ შეიძლება ეს აბსურდი მოგივიდეს თავში. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის მოქალაქეები. რამდენად აბუჩად იგდებ და ქვეყნის მოსახლეობა ბრიყვებისგან შემდგარი გგონია, რომელიც ნებისმიერ სისულელეს დაიჯერებს, მათ შორის მსგავსს. ელემენტარული პატივისცემა არ გაგაჩნია შენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი და ამომრჩევლებისადმი. როგორ შეიძლება აზრად მოგივეს ასეთი სულელური განცხადება. ესენი არიან გებელსის ლეკვები. გებელსმა თქვა, უნდა დააბრალო ძალიან დიდი ტყუილი და დიდი ტყუილი, ბევრჯერ გამეორებადი შემდეგ, ხალხისთვის სარწმუნო ხდება. მათ გებელსური მეთოდები აქვთ, ჯერ ერთხელ შემოაგდეს ტყუილი, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებენ, მეორედ გაიმეორეს და ზუსტად ამ ინსტრუქციას მისდევენ. მათ ამ მანიპულაციით უნდათ მოსახლეობის გაბრიყვება, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს. ჩვენმა ხალხმა უკვე კარგად იცის „ქართული ოცნების“ ხელწერა“, - განაცხადა გოცირიძემ.