ავტორი:

"ქართულმა მართლმსაჯულების სისტემამ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლი დაარღვია" - უკრაინის ომბუდსმენი

"ქართულმა მართლმსაჯულების სისტემამ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლი დაარღვია" - უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენი, ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულების სისტემამ მიხეილ საკააშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლი დაარღვია, რომელიც სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს მართლმსაჯულების ასეთი ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევას, რომელიც გარანტირებულია სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლებაზე (მუხლი 6).

უკრაინის ომბუდსმენმა მოუწოდა უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს რეაგირება მოახდინონ ამ დარღვევაზე და მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლოს აცილება, რომელმაც საქმის სააკაშვილის გარეშე წარმართვის გადაწყვეტილება მიიღო.