"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაშიგადაყვანის კადრების გასაჯაროვებას იძულებით ნაბიჯად აფასებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა.
"დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება. ადამიანისადმი, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა უსამართლო სასამართლოთი სარგებლობისაც კი. ადამიანს პროცესზე არ ასწრებენ, არ აძლევენ შესაძლებლობას და უფლებას სატელეფონო ზარები განახორციელოს. "ა“ პუნქტიდან "ბ“ პუნქტში გადაყვანისას იტაცებენ, მასზე ძალადობს სისტემა და იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს კადრები, სადაც აღბეჭდილია ძალადობა და ასევე, სტრასურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობით შეყვანის კადრების გასაჯაროვება და მიწოდება, მათთვის მტკივნეული დილემა გადაწყვიტეს ისე, როგორც გადაწყვიტეს და მოუწიათ გასაჯაროვება. ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტია, ივანიშვილი მასზე ძალადობს და შურისძიებას ახორციელებს. არ იქნება მოსვენება. ეს რეჟიმი მეთოდურად ჩამოინგრევა, მშვიდობიანად.
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული. მათ იცოდნენ რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან, ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მათ მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდება, დასტურად იმისა, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში. ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა "ქართული ოცნების“ რეჟიმა მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინა ეს კადრები.
კადრებში ჩანს ძალადობა, ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყეებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყანა არ შეიძლებოდა. თავისი ნებით თუ მიყვებოდა რუსთავის ციხიდან, პირად ნივთებს ალაგებდა და მშვიდად გამოდიოდა, რა მოხდა როცა "ბ“ პუნქტში გადაიყვანეს? ეს კითხვა ხომ ლოგიკურად ისმის. პასუხი სჭირდებოდა საზოგადოებას და ვიხილეთ რეჟიმის მიერ გავრცელებული კადრებით“, - განაცხადა მელიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებული გეგმები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
"ჩემო მეგობრებო, დღის ბოლოს, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ გეგმებს. მანამდე, ჩვენ სხვადასხვა წყაროთი და არხით, მათ შორის, ტელევიზიით შეგეხმიანებით და დაკავების ყველა იზოლატორთან უნდა მივიდეთ პატარ-პატარა ჯგუფები, 100- კაციანი და გავამხნევოთ მართლა დატყვევებული ადამიანები, ვინც იქ არიან.
ზოგი დუშეთში წაიყვანეს, მარნეულსა და ხაშურში. დღეს აქ რაც ხდება მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ!" - განაცხადა ნიკა მელიამ სუს-თან გამართულ აქციაზე. როგორც მელიამ აღნიშნა, რეჟიმის არსებობას ხანგრძლივი პერიოდი არ უწერია.
"ძალიან საჯაროდ განვუცხადეთ, რომ გადავდივართ ახალ, საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს, ყველგან მისვლას მშვიდობიანად, სადაც ეს მკვლელები და დამნაშავეები იკრიბებიან. ეს წერა-კითხვის უცოდინარები - ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე დასხდნენ და იფიქრეს, ამათმა მართლა ყოველდღე რომ დაგვიწყონ საპროტესტო აქციების გამართვა, ეს ხალხი საჯარო სამსახურებში, პოლიციაში დატყვევებული გვყავს, ეს პროტესტი კი დღეების, კვირების განმავლობაში გაგრძელდება, საფუძველს კი არ გვაძლევენ ეს პროტესტი ჩავკლათ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებითო. ყველა დაინახავს, ერი და ბერი, საერთაშორისო საზოგადოებაც, რომ ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს და გავტყდებითო, ამიტომ აქციის პირველივე დღეს დავიჭიროთ და რაც მეტს დავიჭერთ, უფრო შევაშინებთ ხალხს, რომ მეორე დღეს გარეთ არ გამოვიდნენო. მაგრამ დღევანდელმა სახელდახელო შეკრებამ დაადასტურა წერა-კითხვის უცოდინარო ლილუაშვილო, დაქირავებულო მკვლელო ღარიბაშვილო, რომ რეჟიმის არსებობას არ უწერია ხანგრძლივი პერიოდი. დღეს აქ რაც ხდება მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ!“ - განაცხადა ნიკა მელიამ.