ავტორი:

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება?- თამარ გაბუნიას განმარტება

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება?- თამარ გაბუნიას განმარტება

"ბუსტერი“ ყველანაირად საკმარისია იმუნური სტატუსის შენარჩუნებისთვის. დამატებითი დოზა იმ შემთხვევაში კეთდება, თუ პირს მოგზაურობის მიზნებისთვის სჭირდება, რომ ვაქცინიერებული იყოს "ფაიზერის“ ვაქცინით, ქვეყანა მოითხოვს, რომ ორჯერ იყოთ ვაქცინირებული "ფაიზერით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც განმარტა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება.

გაბუნიას თქმით, რეკომენდაციები "ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით არის მეორე აცრიდან 6 თვე, ზოგ შემთხვევაში კი 3 თვე.

"ბუსტერ“ დოზა ნიშნავს ერთ დოზას. რეკომენდაციები "ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით არის მეორე აცრიდან 6 თვეში, ზოგ შემთხვევაში 3 თვეში. "სინოფარმით“ და "სინოვაკით“ აცრილი ხანდაზმული პირისთვის რეკომენდირებულია "ბუსტერი“ იყოს 3-6 თვემდე.

რაც შეეხება ორ დამატებით დოზას, მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი დამატებითი დოზა და "ბუსტერ“ დოზა. "ბუსტერ“ დოზა არის მესამე დოზა, ეს ყველანაირად საკმარისია იმუნური სტატუსის შენარჩუნებისთვის. დამატებითი დოზა იმ შემთხვევაში კეთდება, თუ პირს მოგზაურობის მიზნებისთვის სჭირდება, რომ ვაქცინირებული იყოს "ფაიზერის“ ვაქცინით, ქვეყანა მოითხოვს, ორჯერ იყოთ ვაქცინირებული "ფაიზერით“. ამ შემთხვევაში შეიძლება მოუხდეს მას ოთხჯერ აცრა. ეს "ბუსტერისგან“ განსხვავებულია “, - აღნიშნავს გაბუნია.