თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე უბანში, ბაგებში, კერძოდ კი, საკანდელიძის N18-ში ერთი არც თუ ისე პატარა შენობა მდებარეობს, რომელიც სავსეა მცენარეებით და გამწვანებასთან დაკავშირებული აქსესუარებით. ეს „მწვანე ბულანჟერიაა“, რომელიც უკვე მე-3 წელია, მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. აქ შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კომპოზიციები ექსტერიერისა თუ ინტერიერისთვის ან მათი შექმნაც პროფესიონალებს მიანდოთ - მათ, ვისაც მწვანე პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
და მაინც, რა არის მწვანე ბულანჟერია და რას სთვაზობს ის მომხმარებლებს? წარმოგიდგენთ ინტერვიუს მის დამფუძნებელთან, ჯარჯი გეგეშიძესთან.
-მწვანე ბულანჟერია არის ადგილი, სადაც იქმნება მწვანე პროექტები, ულამაზესი კომპოზიციები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. ჩვენთან შესაძლებელია აღმოაჩინოთ გამორჩეული დეკორები, აქსესუარები. მწვანე ბულანჟერიის სივრცე დიზაინერს ან დამკვეთს საშუალებას აძლევს მშვიდ და წყნარ გარემოში იფიქროს და შეარჩიოს მისთვის სასურველი აქსესუარები, (ქოთნები, ე.წ. კაშპოები,) დეკორატიული მცენარეები ან დაგვიკვეთოს მისთვის სასურველი პროდუქტი.
-თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს დღეს გამწვანებას და ზოგადად, მწვანე გარემოს?
-დღევანდელ მსოფლიოში არსებული დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოს გათვალისწინების გარეშეც, მწვანე სივრცეების შექმნა ადამიანს ოდითგანვე ანიჭებდა როგორც სულიერ, ასევე ესთეტიკურ სიამოვნებას.
-რამდენად რთული იყო იდეის რეალობად ქცევა?
-იდეის განხორციელება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც პროფესიული კუთხით, ასევე შემოქმედებითი პროცესით, ფინანსებით, ნდობის მოპოვებით, მოთმინებითა და საქმისადმი უდიდესი სიყვარულით, რის გარეშეც ყველაფერი ზემოთ ხსენებული აზრს კარგავს.
-როგორია საოჯახო ბიზნესის სპეციფიკა - რამდენად რთულია ან მარტივია, იყოთ საქმიანი პარტნიორები და როგორ ინაწილებთ ფუნქცია-მოვალეობებს?
-არ არის რთული, პირიქით - მუდმივი კომუნიკაციიდან გამომდინარე, ხშირად ვუზიარებთ აზრებს ერთმანეთს და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივდივართ სასურველ შედეგამდე.
-რას სთავაზობთ მომხმარებელს და რითია თქვენი შეთავაზება განსაკუთრებული?
-მიგვაჩნია, რომ ჩვენი კომპანიის უპირატესობა არის: ოპერატიულობა, მაღალი ხარისხი, დათქმულ ვადებში პროექტის ჩაბარება, ადეკვატური ფასები, თითოეული ობიექტის ნულიდან დაწყება და დასრულება ( პროექტის შედგენა, დენდროლოგიის შერჩევა, აქსესუარების შერჩევა, დარგვა).
-რამდენად რთულია დღეს, გყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი და გაქვთ თუ არა ინდივიდუალური შეთავაზებები?
-რა თქმა უნდა, გვაქვს ინდივიდუალური შეთავაზებები. დამკვეთის კმაყოფილება და მადლიერება ჩვენივე შესრულებული სამუშაოების ხარისხიდან გამომდინარეობს. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი კომპანიის განვითარება.
-თქვენი საქმიანობა შემოქმედებითი პროცესია - როგორ იგეგმება და იქნება ახალი პროექტი?
-თითოეულ პროექტს, მიუხედავად იმისა, დიდია ის თუ პატარა, უდიდესი პასუხისმგებლობით ვუდგებით. შემოქმედებითი პროცესის გარეშე, შეუძლებელია რომელიმე დაკვეთა სრულყოფილად შეასრულო.
-რა რჩევებს მისცემთ მომხმარებელს?
-ვურჩევდით, თუ არ აქვთ დიდი გამოცდილება ამ საქმეში, მიმართონ პროფესიონალს, რადგან თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
-რა შეგიძლიათ გვითხრათ სამომავლო გეგმების შესახებ?
-ჩვენი პირველი და მთავარი გეგმა მომხმარებლებისთვის უფრო და უფრო მეტი სიახლის შეთავაზებაა, რაც ჩვენი კომპანიის განვითარების საფუძველია.
NS