ავტორი:

"საქართველოში ევროპარლამენტარების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ჩამოვა და მათი მისია ხელისუფლებაზე წნეხის დაწყება იქნება" - სამადაშვილი

"საქართველოში ევროპარლამენტარების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ჩამოვა და მათი მისია ხელისუფლებაზე წნეხის დაწყება იქნება" - სამადაშვილი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოში ევროპარლამენტარების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ჩამოვა და მათი მისია “ხელისუფლებაზე წნეხის დაწყება იქნება”.

როგორც სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიგინგზე განაცხადა, საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება იქნება.

“უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა. მათ ექნებათ მისია, რომ ერთი მხრივ გააკონტროლონ და შეამოწმონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მაგრამ არა მხოლოდ ეს - ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმისთვის, რომ ღიად განაცხადონ, რა არის ხელისუფლების მიზანი - ქვეყნის შემობრუნება რუსეთის მიმართულებით, თუ ევროატლანტიკური მიმართულებით”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.