ავტორი:

"რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა ფული საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში?" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

"რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა ფული საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში?" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებსა და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის დაკავებისა და სასამართლოს მიერ 6-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება.

"მსგავსი ინციდენტებითა და სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველი საშინელი კადრებით საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტური მმართველობების მიერ გათელილ გზას მიუყვება. ამ ქვეყნებს დასავლური და ევროპული წესები არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, აღარც საქართველოს", - წერს ტოომას ილვესი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ვერ ხედავს.

"მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ქვეყანაში, რომელიც ადრე იყო მნიშნველოვანი ევროპული გამონაკლისი აზიურ დესპოტურ მმართველობებს შორის. მაგრამ როცა შენ ირჩევ „სტან“ დაბოლოებით ქვეყნების გზას, რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა ფული იქ საელჩოების დაკომპლექტებაში? - აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.