ავტორი:

"დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი" -  ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეიძლება  საველე ჰოსპიტლების დამატების საკითხი დადგეს

"დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი" -  ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეიძლება  საველე ჰოსპიტლების დამატების საკითხი დადგეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მაღალია და შესაძლოა, ახალი საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი დადგეს.

გამყრელიძის თქმით, მობილიზებულია 8000-მდე საწოლი.

"ჯერჯერობით 7 000-მდე პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი, თუმცა ჯერჯერობით 8000 საწოლამდე მობილიზებულია და რესურსი არის. თუ დაახლოებით ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ 4000-5000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პერიოდულად შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მაშინ, შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტალების დამატების საკითხი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.