ავტორი:

ორმხრივი სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე - რა ინფორმაციას ავრცელებენ მხარეები

ორმხრივი სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე - რა ინფორმაციას ავრცელებენ მხარეები

სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყებიან.სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეეცადნენ, საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით შეტევა განეხორციელებინათ, რის შედეგადაც ინტენსიური ორმხრივი სროლები დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"14 ნოემბერს დაახლოებით 13:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეეცადნენ პოზიციური შეტევა განეხორციელებინათ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებაზე. დაიწყო ინტენსიური ორმხრივი სროლები. სომხეთის სამხედროებმა აღკვეთეს მოწინააღმდეგის მცდელობა, განლაგებულიყვნენ აღნიშნულ რაიონში. ვითარება კვლავინდებურად დაძაბული რჩება“, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, 13 ნოემბრის საღამოდან, 14 ნოემბრის ჩათვლით, სომხეთის შეირაღებული ძალების ქვედანაყოფები ბასარქერჩიარსკის რაიონიდან უმიზეზოდ ახორციელებდნენ ინტენსიურ სროლებს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებიდან აზერბაიჯანის ქელბაჯარსკის რაიონის დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ასევე უკანონო სომხური შეიარაღებული რაზმები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, სადაც დროებით განთავსებულია რუსეთის სამშვიდობო ძალები, უმიზეზოდ, პერიოდულად ახორციელებდნენ სროლებს სხვადასხვა კალიბრის იარაღებიდან.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ მიიღო ადეკვატური ზომები მოწინააღმდეგის პროვოკაციის აღსაკვეთად. აზერბაიჯანის მხარეს დანაკარგები არ აქვს და ვითარება სრულად კონტროლდება.