ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალონ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, არა ერთი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს" - დიმიტრი ხუნდაძე

"ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალონ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, არა ერთი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს" - დიმიტრი ხუნდაძე

"ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალონ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, არა ერთი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს" - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება დაუშვებელია და განსაკუთრებით სახიფათოა იმ დროს, როდესაც პანდემია მძვინვარებს და სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადებს დღე-ღამის განმავლობაში, უწყვეტად, უამრავი მძიმე პაციენტის გადაყვანა უწევთ კლინიკებში.

"ამის გარდა, სამაშველო სამსახურებს არ უნდა შეუშალოთ ხელი, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ გადაადგილებაში. იმედი მაქვს "ნაციონალური მოძრაობის“ ამ დესტრუქციულ განზრახვას, იმ სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებიც და ექიმებიც დაგმობენ, ვინც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას აქტიურად უჭერს მხარს. და ზოგადად, ეს აურზაური უნდა დასრულდეს, პოლიტიკურ ამბიციებს არ შეიძლება ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები ვანაცვალოთ“, - აცხადებს ხუნდაძე.