ავტორი:

იაპონიის სამეფო კარიდან "გაძევებული" პრინცესა მაკო ახალ ცხოვრებას აშშ - ში იწყებს - "მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და ეს დრო მათთან უნდა გავატაროთ, ვინც გვიყვარს"

იაპონიის სამეფო კარიდან "გაძევებული" პრინცესა მაკო ახალ ცხოვრებას აშშ - ში იწყებს - "მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და ეს დრო მათთან უნდა გავატაროთ, ვინც გვიყვარს"

იაპონიის ყოფილი პრინცესა, მაკო კომურო, მეუღლესთან ერთად, ნიუ იორკში ახალ ცხოვრებას იწყებს. წყვილის ამერკაში საცხოვრებლად გადასვლა პუბლიკისთვის ადრევე გახდა ცნობილი. ისინი კვირას ჩაფრინდნენ აშშ-ში, სადაც მაკოს მეუღლე - კეი კომურო იურისტად მუშაობს.

წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად ტოკიოში 26 ოქტომბერს გააფორმა მოკრძალებული ცერემონიით. 30 წლის მაკომ, ტიტულს სიყვარული ამჯობინა. მან ჯერ კიდევ 4 წლის წინ განაცხადა, რომ კომუროზე იყო დანიშნული. პრინცესას ამ გადაწყვეტილებისთვის ბევრი კიცხავდა. მაკომ სახელმწიფოსგან 1 მილიონის მიღებაზეც კი უარი თქვა, რომ ხალხისთვის დაემტკიცებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის კომუროსთან ოჯახის შექმნა. როგორც ცნობილია, ეს თანხა სამეფო ოჯახის დატოვების შემთხვევაში გადაეცემათ იმპერატორის ნათესავებს.

იმპერატორ ნარუჰიტოს ძმისშვილი მაკო კომურა, რომელიც მუზეუმის კურატორია, ამბობდა: "მის გარეშე ვერ ვიარსებებ. გვსურს, რომ ჩვენს გრძნობებთან გულწრფელები ვიყოთ და ამიტომ ვქორწინდებით.“

2017 წელს, რაც წყვილმა ნიშნობა საჯარო გახადა, პრესაში უამრავი ინფორმაცია და ჭორ გავრცელდა კეი კომუროს ოჯახის ფინანსურ პრობლემებზე.

  • ზოგიერთის აზრით, მარტოხელა დედის გაზრდილი უბრალო ბიჭი პრინცესას არ იმსახურებდა, იმასაც ამბობდენ, რომ მაკოს ის ცოლად ფულის გამო ირთავდა. ამგვარი სპეკულაციები წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც კვალი დაამჩნია პრინცესას ფსიქიკაზე. ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკოს პოსტტრავმული აშლილობა ჰქონდა - "შიში და სევდა მიპყრობს, როცა ერთი მხრისგან გავრცელებული ჭორები დაუსაბუთებელ ისტორიებად იქცევა ხოლმე“ - თქვა მაკომ ქორწილის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისმა მეუღლემ ამ პრობლემასთან დაკავშირებით თავის ემოციებზეც ისაუბრა: "მაკო ფიზიკურადაც და მენტალურადაც ცუდ მდგომარეობაშია და ძალიან ვწუხვარ ამაზე. მე მიყვარს მაკო. მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და ეს დრო მათთან უნდა გავატაროთ, ვინც გვიყვარს“.

იაპონური მედია იუწყება, რომ კომუროებს, რომლებიც ერთმანეთს 10 წლის წინ, ტოკიოს უნივერისტეტში სწავლის პერიოდში შეხვდნენ, უკვე ნაპოვნი აქვთ საცხოვრებელი ადგილი ნიუ იორკში.

წყვილის თავდაპირველი გეგმა იყო, რომ ჯერ კეი უნდა წასულიყო ნიუ იორკში და მაკო შემდეგ გამგზავრებულიყო, მაგრამ კეი იაპონიაში იმაზე მეტ ხანს დარჩა, ვიდრე აპირებდა. მაკოს ბაბუის გარდაცვალების შემდგომ გამართულ ცერემონიასაც დაესწრო და საბოლოოდ, წყვილი ერთად გაფრინდა ახალი ცხოვრების დასაწყებად.

იაპონიაში იმპერატორს არანაირი პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. იმის გამო, რომ სამეფო ოჯახში მამრობითი სქესის წარმომადგენლები მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი, დებატები იმართება, უნდა შეიცვალოს თუ არა წესები და მიეცეთ თუ არა ქალებსაც იმპერატორობის უფლება. გამოკითხვებმა უჩვენა, რომ საზოგადობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქალების მმართველობაში მოსვლას, მაგრამ ტრადიციონალისტების სასტიკი წინააღმდეგობის გამო, ეს ცვლილება უახლოეს მომავალში არა არის დაგეგმილი.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა