"3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, ისეთი ენერგია მომეცა, საკანში ადგილს ვერ ვპოულობ - დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით.
3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით "საქართველო, საქართველო" გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ.
დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა.
დიდება თავისუფლებას!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.