ავტორი:

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ხვალ ავტოკოლონებით აქცია - მსვლელობა გაიმართება

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ხვალ ავტოკოლონებით აქცია - მსვლელობა გაიმართება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით 16 ნოემბერს, თბილისში ავტოკოლონებით აქცია - მსვლელობა გაიმართება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიგინგზე განაცხადა, შეირჩა სამი ლოკაცია, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

„გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია, აქცია- მსვლელობა გაიმართება ავტოკოლონებით, შეკრების სამი ადგილი იქნება.

14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღამშენებლის ხეივანზე - ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან - კახეთის გზატკეცილზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა:

„რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ, ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არადამიანური სახე“