ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, რათა დაცული იყოს მისი უფლებები" - დიმიტრი კულება

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, რათა დაცული იყოს მისი უფლებები" - დიმიტრი კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაეხმარება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ის უკრაინის მოქალაქეა. ის სარგებლობს დაცვის ისეთივე დონით, როგორითაც უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყანაში აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, რათა დაცული იყოს მისი უფლებები“ , - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.