"ანალიზები დღეს არ არის გაუარესებული, რაც ფაქტობრივად, უკეთ ყოფნას ნიშნავს ამ პირობებში", - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
ხოშტარია აღნიშნავს, რომ გაჩერებას არ აპირებს და კვლავ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
"ახლა იყო ექიმი. ანალიზები დღეს არ არის გაუარესებული, რაც ძალიან კარგია! ფაქტობრივად, უკეთ ყოფნას ნიშნავს ამ პირობებში.
არ გავჩერდები! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში,"- წერს ხოშტარია.