ავტორი:

ვაქცინაციის ძალა - როგორია კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობს 80%-ზე მეტი ვაქცინირებულია

ვაქცინაციის ძალა - როგორია კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობს 80%-ზე მეტი ვაქცინირებულია

კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემების თანახმად, გასულ კვირაში მსოფლიოში დაინფიცირების მაჩვენებელი 6 პროცენტით გაიზარდა, თუმცა დიდწილად, ინფიცირებულთა უმეტესობა იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც ადამიანების დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ მიუღია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მსოფლიოში დღემდე ბევრი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა უკვე არსებობს სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინები ეფექტიანია და ის მნიშვნელოვნად ამცირებს Covid-19-ით სიკვდილის რისკს.

  • ვნახოთ, როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება იმ ქვეყნებში, სადაც ამ დროისთვის მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია:

გაერთიანებული არაბთა საემიროები - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 90%. კორონავირუსით გარდაცვალების ბოლო დღეების სტატისტიკური მაჩვენებელი კი ასეთია: 13 ნოემბერს 1 ადამიანი გარდაიცვალა, 14 ნოემბერს კოვიდით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 15 ნოემბერს კი გარდაცვალების ერთი შემთხვევაა აღწერილი. მნიშვნელოვნადაა შემცირებული ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელიც. ახალი შემთხვევების რაოდენობა 100-საც არ აღწევს.

პორტუგალია - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 87%. გარდაცვალების ბოლო დღეების სტატისტიკა ასეთია: 14 ნოემბერი - 15 გარდაცვლილი, 15 ნოემბერი - 8 გარდაცვლილი, 16 ნოემბერი - 8 გარდაცვლილი. რაც შეეხება ახალი შემთხვევების რაოდენობას, ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 1000-დან 2000-მდე მერყეობს. 16 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1693 შემთხვევა გამოვლინდა.

მალტა - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 86%. 2 ნოემბრის შემდეგ მალტაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.2 ნოემბერს კი ვირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო სამი დღის სტატისტიკა ასეთია: 14 ნოემბერი - 34 შემთხვევა, 15 ნოემბერი - 55 შემთხვევა, 16 ნოემბერი - 64 შემთხვევა.

ჩილე - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 83%. ვირუსით გარდაცვალების სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია: 14 ნოემბერი - 24 შემთხვევა, 15 ნოემბერი - გარდაცვალების 26 შემთხვევა, 16 ნოემბერი - გარდაცვალების 4 შემთხვევა. რაც შეეხება ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებელს, ბოლო დღეებია, კორონავირუსის შემთხვევები 2000-ს აჭარბებს.

სინგაპური - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 82%. 14 ნოემბერს ვირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 ნოემბერს 8 პაციენტი, 16 ნოემბერს - 18.

კამბოჯა - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 80%. 14 ნოემბერი აღწერეს გარდაცვალები 6 შემთხვევა, 15 ნოემბერს 5 შემთხვევა, 16 ნოემბერს კი - 4. რაც შეეხება ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებელს, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 40-დან 60-მდე შემთხვევა ვლინდება.

ესპანეთი - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 80%. 14 ნოემბერს კორონავირუსით გარდაცვალები 14 შემთხვევა დაფიქსირდა, 15 ნოემბერი - 15 შემთხვევა, 16 ნოემბერი - 29 შემთხვევა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე, მსოფლიოს მასშტაბით აღწერილია კორონავირუსის 255 მილიონზე მეტი შემთხვევა, ვირუსს 5,1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

შენიშვნა: სტატია მომზადებულია worldometers-სა და nytimes.com-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით.