ავტორი:

"ხომ შეიძლება ამდენი აქციებით, მიტინგებით, ხმაურითა და თუნდაც “გაჯინებით” დაიღალონ?... გამოსავალია, სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან" - იაგო ხვიჩია

"ხომ შეიძლება ამდენი აქციებით, მიტინგებით, ხმაურითა და თუნდაც “გაჯინებით” დაიღალონ?... გამოსავალია, სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან" - იაგო ხვიჩია

წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხართ - დაიჯერებდით ყველაფერს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იტყოდა?! – ამის შესახებ “გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის კერძო სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.

ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან იგივე ხმაური კლინიკასთან დაიწყება და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის არათავისუფალ მდგომარეობაში ყოფნით ის პროცესები გაგრძელდება, რაც ახლა ხდება.

“ამიტომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ და იქ თუ უნდა კონსილიუმი შეიკრიბოს და თუ უნდათ - სხვა რამ.

ხომ შეიძლება ამდენი აქციებით, მიტინგებით, ხმაურითა და თუნდაც “გაჯინებით” დაიღალონ? - ხომ უშვებთ, რომ შეიძლება “ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამით დაიღალოს. ამ დროს სწორი გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.